კარასინმა პაველ ჰერჩინსკი ქართველების დაშინებასა და შანტაჟში დაადანაშაულა

რუსი სენატორის გრიგორი კარასინი ევროკავშირის ელჩ ს ქართველების დაშინებასა და შანტაჟში ადანაშაულებს. კარასინი თავის ტელეგრამ არხზე ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
“თბილისში აბობოქრდა ვინმე ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პოლონეთის მოქალაქე. […] ითქვა, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ, არც 2030 წელს, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდება. აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი ითქვა საპარლამენტო ს წინ ითქვა, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. ფაქტობრივად, მიდის პირდაპირი შანტაჟი და დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების შეშინება. მსგავსი რამის მოთმენა – ქართული თავმოყვარეობის სერიოზული გამოცდაა”, – დაწერა კარასინმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება – ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელზეც EU არის აგებული. ელჩმა აღნიშნა, რომ თუ ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ერთპარტიულ სახელმწიფოში, სადაც აკრძალულია ოპოზიცია – არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი.