უკრაინამ 95 მებრძოლი რუსეთის ტყვეობიდან დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული 95 მებრძოლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მათ გათავისუფლებასა და ძებნაში იყო ჩართული.
„ჩვენი 95 ადამიანი სახლში დაბრუნდა. მეომრები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლსა და „აზოვსტალის“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს.
ყოველ ჯერზე, როცა იხსნის თავის ხალხს რუსული ტყვეობიდან, ჩვენ უფრო ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც თავისუფლება დაუბრუნდება ყველას, ვინც რუს ტყვეობაში იმყოფება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში.
გუშინ, 18 ოქტომბერს რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში დაბრუნდა, 89 კი – რუსეთში, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა, შამსაილ სარალიევმა.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით და რეგულარულად ცვლიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე