არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს ხელი მოაწერა

2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს ხელი მოაწერა.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტს ამ ეტაპზე შეუერთდა სამი პოლიტიკური სუბიექტი – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.
მემორანდუმი პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული და დაბალანსებული ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნას გულისხმობს.
ხელმოწერა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ოფისში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ მემორანდუმი სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელმოწერისთვისაც ღიაა.
მისი თქმით, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ამოცანა იქნება: ლუსტრაცია; საბჭოთა პერიოდის არქივებზე სრულფასოვანი წვდომის უზრუნველყოფა; მეხსიერების ადგილების დაცვა და კვლევა; საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა წვდომა საბჭოთა პერიოდის არქივებზე – ორი საკვანძო არქივი („კაგებეს“ ყოფილი არქივი და კომპარტიის ცეკას ყოფილი არქივი) ერთი წელია, საერთოდ დაკეტილია. ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ შესთავაზა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ეს მემორანდუმი“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე – ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს