პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცებაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს.
„1-ელ დეკემბერს, საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და მისი 19 წლის ქალიშვილის, სამი ქართველის მიერ, გატაცების შესახებ განაცხადა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირება მაშინვე მოახერხეს. ბრალდებულების დაკავება ვერუშუვის ერთ-ერთ ბინაში მოხერხდა. დაკავებული არიან 38, 37 და 33 წლის მამაკაცები“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, 19 წლის გოგოს, რომელიც პოლიციამ გაათავისუფლა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.
საქმეზე გამოძიებას სკიერნიევიცის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ