ამერიკის შეერთებული შტატებში ფიგურული ციგურაობის გრან-პრის პირველი ეტაპი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ალენში მიმდინარე გრან-პრის პირველ ეტაპზე, პირველ სატურნირო დღეს, მოკლე პროგრამები სპორტულმა წყვილებმა წარმოადგინეს. საქართველოს ნაკრების წევრებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ამ სეზონზე პირველად, მაყურებლებსა და მსაჯებს ახალი მოკლე პროგრამა აჩვენეს.ჩვენი სპორტული წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ 68.64 ქულით ჯერჯერობით მე-3 პოზიციას იკავებს.
თავისუფალი პროგრამა დღეს 23:45 საათიდან დაიწყება. ასპარეზობაში ჩვენი ნაკრების სხვა სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. 22:00 საათიდან დაიწყება რითმული ცეკვები, სადაც დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, ხოლო 02:16 საათიდან მამაკაცებში ნიკა ეგაძე გამოვლენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა