UNICEF-ის ხელმძღვანელი – ცნობები 7 ოქტომბერს ისრაელში ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ საშინელებაა – გადარჩენილებს უნდა მოვუსმინოთ, მხარი დავუჭიროთ და მათზე ვიზრუნოთ

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი 7 ოქტომბერს ისრაელში ქალებისა და ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გმობს.
„ცნობები 7 ოქტომბერს ისრაელში ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ საშინელებაა. გადარჩენილებს უნდა მოვუსმინოთ, მხარი დავუჭიროთ და მათზე ვიზრუნოთ. ბრალდებების სრულად გამოძიება უნდა მოხდეს. ჩვენ გენდერულ ძალადობას და ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმას ვგმობთ“, – წერს გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი, კეტრინ რასელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უფლებადამცველი ჯგუფები, ქალთა ორგანიზაციები და გაერო იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ისინი ქალებისა და ბავშვების მიმართ„ჰამასის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არ საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ