აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის დახმარების საკითხი და ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს

აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის დახმარების საკითხი და ს „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
„ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ ს მიმდინარე აგრესიული ომი დაგმეს, განიხილეს მათი გეგმები უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ჯო ბაიდენმა, ოლაფ შოლცმა, ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს.
„ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება, მათ შორის, გაერო-ს წესდებასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს. „ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება, მათ შორის, გაერო-ს წესდებასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი , დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და -ის პრეზიდენტი ერთმანეთს გუშინ, ბერლინში შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ – ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება

თეონა აქუბარდია – პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე – დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება – საქართველოს ევროკავშირში ელოდებიან