სეული: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში, რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცს გზავნის

სეული: ჩრდილოეთ კორეა ში, ს დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცს გზავნის
სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია.
14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან.
ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამოცემა The Times ასევე წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვი რუსეთს გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ