“მერიაა თუ პარტიის შტაბი?”; “თბილისში 10%-იც კი აღარ გყავთ მხარდამჭერი”; “ძალით აკეთებთ, რომ ვინმემ შემთხვევით არ აგირჩიოთ?”; “დაბალი სიმაღლე! გამხდარი სიმსუქნე!” – ხალხი მერს

“მერიაა თუ პარტიის შტაბი?”; “თბილისში 10%-იც კი აღარ გყავთ მხარდამჭერი”; “ძალით აკეთებთ, რომ ვინმემ შემთხვევით არ აგირჩიოთ?”; “დაბალი სიმაღლე! გამხდარი სიმსუქნე!” – ხალხი მერს
თბილისის მერიის გვერდზე, განცხადებაზე, სადაც წერს, რომ “მგზავრებმა” ვერ გაუძლეს ლიბერალი ფაშისტების” ზეწოლას და ამიტომ თქვეს კონცერტზე უარი, მოქალაქეები, კომენტარებში, წერენ:
სულ იოტისოდენა სინდისი და ღირსება როგორ არ გაქვთ ბიჭო, იქ ზედა ეშელონებში კი არა, აი, თუნდაც ამ გვერდის ადმინებს, ამას ხომ ხელოვნური ინტელექტი არ წერს. ხო ღირსები იქნებით, ს მერე ეს გულისამრევი მესიჯბოქსი, რასაც ასეთ პოსტებს ურთავთ, ისე ამოგისვირინგონ სიფათებზე, როგორც Inglourious Basterds-ში ასვირინგებენ და “ღირსებით” ატაროთ მთელი ცხოვრება.
თან 20 ში რომ დაგეგმეს ! ეს ჯიბრი გითხრით ბოლოს თქვენ! თორემ პარკების და სკვერების მოწყობა გადასარევია! თქვენი მოვალეობაც ეგ არის!
იმედი ღამის ფოტოები დაამუღამეთ, ლამაზია. აბა დღე საშინელებაა. მაგრად რომ იწვიმა პარკი დატბორილი იყო. რდენად გავქს ეგ პარკს არ ვიცი
ლიბერალები როდის აქეთ არიან ფაშისტები? იდეოლოგიები გადაიკითხეთ კარგად, თან მაგარი ბულინგია აი ეგ ფრაზები
სოსო პავლიაშვილი რომ ჩამოიყვანოთ, არა?!
ეს რა ტექსტია, ქალაქის მერიაა თუ პარტიის შტაბი
საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან რომ ფინანსდებით და ისევ საქართველოს მოქალაქეებს ასე რომ მოიხსენიებთ არ ტეხავს ? საცობით სავსე ,უპატრონო ძაღლებით სავსე, დანგრეული სკოლებით და განათებული პარკების ქალაქია ჩვენი თბილისი
ევროპისკენ წავიდე თუ თემქისკენ? მირჩევნია ჩემს შვილებს გავყვე ევროპისკენ.
მოდი რა, დარგეთ ხე და გაიტანეთ ნაგავი. რა თქვენი საქმეა პოლიტიკა მიხედეთ ქალაქს არაა თვითმმართველობის არჩევნები ახლა.

ასევე დაგაინტერესებთ