ბაიდენი შოლცთან შეხვედრაზე: უკრაინის დახმარება არ უნდა შესუსტდეს

აშშ-ის პრეზიდენტი პარასკევს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ბერლინში. ეს მისი ბოლო ვიზიტია გერმანიაში სახელმწიფოს მეთაურის რანგში. ის ბელვიუს საპრეზიდენტო სასახლეს ეწვია და შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.
ბაიდენისა და შოლცის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ომი ში. გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანაა სთვის სამხედრო დახმარების მოცულობით. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა შოლცის მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისთვის. „ს ომი უკრაინის წინააღმდეგ არის თავდასხმა მეგობრულ დემოკრატიაზე, მაგრამ ასევე იმ პრინციპებზე, რომლებიც ევროპაში 75 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – თქვა მან.
ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას მკაცრი ზამთარი ელის და მოკავშირე ქვეყნებმა მისი დახმარება უნდა გააძლიერონ. „მე მესმის, რომ ფასი მაღალია,“ – თქვა მან, „მაგრამ ეს არაფერია იმ სამყაროში ცხოვრების პერსპექტივასთან შედარებით, სადაც აგრესია მართავს და დიდი ქვეყნები თავს ესხმიან პატარებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს შეუძლიათ.“ შოლცმა უპასუხა, რომ გერმანია დაეხმარება უკრაინას „მანამდე, სადამდეც საჭირო იქნება“ და ახსენა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა და მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მხარდაჭერა შესაძლებელია ევროპაში დაბლოკილი რუსული აქტივების გამოყენებით.
გერმანიის მედია ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტმა და კანცლერმა არ ახსენეს უკრაინის პრეზიდენტ ს მიერ წარმოდგენილი ე.წ გამარჯვების გეგმა. ორივე მათგანი სკეპტიკურად უყურებს ზელენსკის მთავარ მოთხოვნებს – ნატოში უკრაინის დაჩქარებულ შესვლას და რუსეთის ტერიტორიაზე შორსმსროლელი არტილერიის გამოყენებას. ოლაფ შოლცმა თქვა: „ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ნატო არ გახდება ომის მხარე, რათა ამ ომმა არ გამოიწვიოს კიდევ უფრო დიდი კატასტროფა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ვერავინ წაგვართმევს მას“. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება უკრაინისთვის Taurus-ის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების იდეას.
სახელმწიფოს მეთაურებმა ასევე განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში. შოლცის თქმით, ის და -ის პრეზიდენტი იმედოვნებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის ესკალაცია და ამავე დროს აღიარებდნენ ს უფლებას თავდაცვაზე. მან აღნიშნა, რომ აქვს ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელისელი მძევლების დაბრუნების იმედი, რაც გზას გაუხსნის საბოლოოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.
ბაიდენი პარასკევს ასევე შეხვდა ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შტაინმაიერმა ბაიდენს გადასცა გერმანიის უმაღლესი ჯილდო, „ფედერალური რესპუბლიკის წინაშე დამსახურების“ ორდენის დიდი ჯვარი. მისი თქმით, გერმანია პატივს სცემს ბაიდენის მრავალწლიან ერთგულებას ტრანსატლანტიკური ალიანსისადმი, მის პოლიტიკურ ლიდერობას ევროპისთვის ამ სახიფათო მომენტში და მის სამსახურს საერთო სიკეთის, პატიოსნებისა და წესიერებისადმი. ბაიდენი უფროსი შემდეგ აშშ-ის მეორე პრეზიდენტია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
პარასკევს საღამოს ბერლინში ჩავლენ ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს – პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი

სალომე სამადაშვილი – მგონია, ისეთი დამაჯერებელი მარცხი ექნება „ქართულ ოცნებას“, იმდენად გარკვეულია, რა ელოდება ივანიშვილს თუ შეეცდება ჩარევას, რომ ვფიქრობ, ძალიან მშვიდად გადაიბარებს კოალიციური მმართველობა ხელისუფლებას

თინა ხიდაშელი – იქნებ სწრაფად ხდება კოალიციური შეთანხმების მიღწევა, მაშინ რაში გვჭირდება ტექნიკური მთავრობა? არ ჯობია, გვყავდეს პარტიების პასუხისმგებლობა აღებული მთავრობა? ის მაინც გვეცოდინება, ვის მოვთხოვოთ პასუხი