“თუ 54 წლის ჯენიფერ ლოპესი მოგწონთ, მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე?არასოდეს მშურს არავისი, არასოდეს ბოღმა არ ჩამიდია გულში” – რას პასუხობს ლელა წურწუმია კრიტიკოსებს – Marao
კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა – ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.
“ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა“ – ამბობდა მომღერალი.
სულ ცოტა ხნის წინ ლელა წურწუმიამ მსმენელის ყურადღება ახალი სიმღერითა და მუსიკალური კლიპით მიიპყრო. სიმღერის, სახელწოდებით „აღარ მინდა მე შენთან“, მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია. ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელი, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც აღაფრთოვანა.
ამჯერად ლელა ყურადღებას ახალი ფოტოებით იპყრობს. იგი ჟურნალ O.K. – ის გარეკანზე გამოჩნდა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:
„54 წლის არის ჯენიფერ ლოპესი და ძალიან მოგვწონს. მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე? თან მაქვს ძალიან კარგი გენეტიკა. არასოდეს მშურს არავისი, არასოდეს ბოღმა არ ჩამიდია გულში. ის რაც შიგნით აქვს ადამიანს, მერე გარეგნობაზე აისახება. მე გაძლევთ სტიმულს, რომ ამ ასაკშიც შეიძლება ქალი გამოიყურებოდეს კარგად. ბოლო კლიპს მოჰყვა აჟიოტაჟი. თუ არ გაქვს იმუნიტეტი, უნდა დაანებო თავი ამ პროფესიას. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაძლება. მე არ ვკითხულობ რას წერენ, არ მაქვს დრო, ნეგატიური ინფორმაციით ვერ გავიფუჭებ განწყობას. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც სწორად გაიგო ჩვენი ნაშრომი. სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ ამ კლიპის გადაღებისას. პროფესიონალებმა იმუშავეს, რომ კარგი შედეგი დაგვედო. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე დროს ვერ დავუთმობ იმას, ვინც ილანძღება…“ – ამბობს ლელა.
ლელა წურწუმიას ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყველა წერს, რომ მომღერალი იდეალურად გამოიყურება:
“საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის? არსადაც არ მიდის თუ სწორად უვლი თავს” – წერენ კომენტარებში.