ჯგუფი “მგზავრები” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფი “მგზავრები” თბილისის მერიის მიერ დაორგანოზებულ კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვყენებს და იმ ბულინგის კამპანიას პასუხობს, რაც მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კონცერტში მონაწილეობა მათ უნდა მიეღოთ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა.
“მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.
რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის , თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი.
სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე.”- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწაულ არჩევანს სთავაზობენ ხალხს ევროპისკენ, „მიმზიდველს“ და „უალტერნატივოს”, არ შეიძლება რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა, უნდა დავივიწყოთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრი