დააკავეს რუსი ჩინოვნიკი, რომელსაც საქართველოში ძვირადღირებული ქონება აღმოაჩნდა და ამ ინფორმაციას მალავდა

კომ­პა­ნია “როსპრი­როდ­ნად­ზო­რის“ სამ­ხრეთ ციმ­ბი­რის რე­გი­ონ­თა­შო­რი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ან­დრეი ფრო­ლოვს, “სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა. ამ ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ კი ის ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავ­და”, – აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრო­ლო­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს “ნდო­ბის და­კარ­გვის გამო”. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

უწყე­ბის ცნო­ბით, “დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და“.”

ან­დრეი ფრო­ლო­ვის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად კომ­პა­ნი­ამ 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ზა­რა­ლი ნახა – აღ­ნიშ­ნა­ვენ რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ფრო­ლო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით – “უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა” და “კა­ნო­ნი­ე­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა”, – იუ­წყე­ბა რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო TASS.

რა უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობს ფრო­ლო­ვი თურ­ქეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, უწყე­ბა­ში არ სა­უბ­რო­ბენ.

RBC-ის წყა­როს ცნო­ბით, ფრო­ლო­ვი ნო­ვო­სი­ბირსკში და­ა­კა­ვეს და ახლა ალ­ტა­ის მხა­რე­ში წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – ხალხი განსაზღვრავს კოალიციურ მთავრობაში რომელი პარტია რა პროცენტული მაჩვენებლით იქნება წარმოდგენილი – პრეზიდენტს მოუწევს ანგარიში გაუწიოს ხალხის არჩევანს, მაშინ რატომ ვატარებთ ამ არჩევნებს?!