ლევან სანიკიძე – იძულებითი ემიგრაცია დიდ ეროვნულ ტრაგედიად იქცა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა

იძულებითი ემიგრაცია დიდ ეროვნულ ტრაგედიად იქცა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც უნდა ქმნიდნენ ეკონომიკურ დოვლათს, უპერსპექტივობის გამო ტოვებენ ქვეყანას.
„უკანასკნელი 12 წლის მანძილზე იძულებითი ემიგრაცია ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისთვის საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა. მხოლოდ 2023 წელს საქართველო 165 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა. საგანგაშოა ის მაჩვენებელიც, რომ აქედან 70 პროცენტი არის 30 წლამდე ჩვენი თანამოქალაქე. ახალგაზრდები, ამ ქვეყნის მთავარი მაშენებლები, რომლებიც უნდა ქმნიდნენ ეკონომიკურ დოვლათს, უპერსპექტივობის გამო ტოვებენ ჩვენს სამშობლოს. იძულებითი ემიგრაცია დიდ ეროვნულ ტრაგედიად იქცა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!