MGZAVREBI: ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე

ზღვის უბნის პარკში კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ჯგუფი “მგზავრები” განცხადებას ავრცელებს:

“მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის, თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი.

სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობოების წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან – მათ ფარი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებამ და იმ გარე ძალამ, რათა ისინი ომში არ წავიდნენ