„ჰამასის“ წარმომადგენელი – ისრაელს სჯერა, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა ჩვენი მოძრაობის და ბრძოლის დასასრულს ნიშნავს – „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია

დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს უფროსი წევრის, ბასემ ნაიმის განცხადებით, მათი დამარცხება შეუძლებელია.
„ჰამასი“ არის განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებიც ეძებენ თავისუფლებას და ღირსებას და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია. როგორც ჩანს, ისრაელს სჯერა, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა ჩვენი მოძრაობის და პალესტინელი ხალხის ბრძოლის დასასრულს ნიშნავს“, – აღნიშნა ბასემ ნაიმმა.
მისი თქმით, „ჰამასი“ ყოველ ჯერზე ძლიერდებოდა და უფრო პოპულარული ხდებოდა და ეს ლიდერები იქცეოდნენ მომავალი თაობის ხატად, რათა მათ თავისუფალი პალესტინისკენ სვლა გაეგრძელებინათ.
„დიახ, ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველია საყვარელი ადამიანების დაკარგვა, განსაკუთრებით ისეთი არაჩვეულებრივი ლიდერების, როგორიც ჩვენია, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვართ, არის ის, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ, ეს არის ყველა ხალხის შედეგი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია