ბუნდესტაგმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც მიგრაციის პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს

გერმანიის ბუნდესტაგმა სამთავრობო კოალიციის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების პაკეტის მიღებას მხარი დაუჭირა.
მედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტს მხარი 361-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 290 წავიდა, ხოლო 9-მ თავი შეიკავა.
დოკუმენტების პაკეტის პირველი ნაწილი ითვალისწინებს გერმანიაში თავშესაფრისა და ბინადრობის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. კერძოდ, იგეგმება დეპორტაციას დაქვემდებარებული თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სახელმწიფო სოციალური შეღავათების შემცირება.
გარდა ამისა, მკაცრდება კანონმდებლობა იარაღის შენახვისა და გამოყენების შესახებ და კიდევ უფრო ფართოვდება დანის ტარების აკრძალვის წესები.
ბუნდესტაგის შემდეგ პაკეტს კენჭს გერმანიის პარლამენტის მეორე პალატაში, ბუნდესრატში უყრიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება