ITA Airways-მა Alitalia-ს ბრენდის გაცოცხლება გადაწყვიტა

იტალიური ავიაკომპანია ITA Airways-ი Alitialia-ს ბრენდის გაცოცხლებას გეგმავს. იტალიურმა ავიაგადამზიდავმა, რომელმაც 2021 წელს Alitalia ჩაანაცვლა, 2024 წლის ბოლოსთვის დაამატებს სლოგანს „შთაგონებულია Alitalia-სგან“. ამის შემდეგ ბრენდი აისახება თვითმფრინავის დიზაინშიც, წერს ადგილობრივი გაზეთი Corriere della Sera.
ITA Airways-მა აღნიშნა, რომ Alitalia-ს ბრენდი არის „მნიშვნელოვანი აქტივი“, რომელიც ახლა „გაძლიერდება“, მაგრამ „განაგრძობს თავისი განსხვავებული იდენტობის შენარჩუნებას“.
ავიაკომპანია, რომელიც ახლახან შეიძინა Lufthansa Group-მა, ასევე გამოაცხადა თავისი ფინანსური შედეგები 2024 წლის პირველი ნახევრისთვის. საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის შემოსავალმა 1,4 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 300 მილიონი ევროთი მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
ITA Airways-ის საშუალო დატვირთვის კოეფიციენტი 2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 79%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კი ორი პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები. ამ პერიოდის განმავლობაში ავიაკომპანიამ გადაიყვანა 8,3 მილიონზე მეტი მგზავრი (+26% 2023 წლისთვის).
avianews

ასევე დაგაინტერესებთ