დედაქალაქში პიკი საათის დროს 650 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, 2012 წლამდე თბილისში 180 ათასამდე ავტომობილი დადიოდა.
გვესმის ხშირად, თუ რატომაა ამდენი საავტობუსე ზოლი, ეს კიდევ ძალიან ცოტაა, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, იმიტომ რომ თუ დღეს არის საცობი კონკრეტულ ლოკაციებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც საცობში დგას. ამიტომ გვინდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს გამოყოფული შესაბამისი ზოლები. რადგან ავტობუსს და მიკროავტობუსს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს და გვინდა, რომ კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხდადოთ. დაწყებულ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. სხვანაირად შეუძლებელია,“- განაცხადა კახა კალაძემ.