ირაკლი კობახიძე – როცა შენ უცხოურ ფულს იღებ, ამ ფულს გავლენა მოჰყვება და ხდები შესაბამისი გავლენის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში – ამ ფაქტის კონსტატაციას ვერ ექნება ვერავითარი პრობლემური დატვირთვა ვერცერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის

ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] არავის არ ზღუდავს და არცერთი ორგანიზაციის სტიგმატიზაციას არ ახდენს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 100-ზე მეტმა, ბევრად მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კანონი ამ ორგანიზაციებს არანაირ პრობლემებს არ უქმნის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რეესტრში 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული და მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინეს, სხვა ორგანიზაციებს კი რომლებმაც რეესტრში რეგისტრაციაზე უარი განაცხადეს, „ბევრი რამ აქვთ დასამალი“.
„ერთადერთი გამჭვირვალობა მოგეთხოვება და თუ არაფერი გაქვს დასამალი, რატომ არ უნდა დარეგისტრირდე?
რაც შეეხება სტიგმატიზაციას, ესეც ტყუილია. ჩვენ, როცა პრობლემები გვაქვს კონკრეტულ ორგანიზაციებთან, რომლებმაც თავის დროზე ე.წ. “პივიტი” გააყალბეს ან სხვაგვარად მონაწილეობდნენ რევოლუციურ პროცესებში, ყველას საკუთარ სახელს პირაპირ ვეძახით და ვუწოდებთ.
რაც შეეხება კანონს, კანონში ფაქტის კონსტატაცია ხდება – როდესაც შენ უცხოურ ფულს იღებ, ამ ფულს გავლენა მოჰყვება და ხდები შესაბამისი გავლენის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში.
ამ ფაქტის კონსტატაციას ვერ ექნება ვერავითარი პრობლემური დატვირთვა ვერცერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია, ეს არის მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოხატულება, მათ არ ეშინიათ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები და მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ ასეთ ორგანიზაციას, გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.
რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, აქ აშკარაა რომ ბევრი რამ აქვთ დასამალი და ამიტომ არ გადიან რეგისტრაციას“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ