კულტურის ახალი მინისტრი – ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა

ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პრემიერს ნდობისთვის და განაცხადა, რომ კულტურის სფეროში ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
„ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ასეთი, ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან ნამდვილად ღირსეული შემოთავაზება იყო ჩემთვის. ვეცდები, რომ იმ სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად, დილიდან საღამომდე როგორც მუსიკოსი, როგორც კულტურის დარგის მენეჯერი ვმუშაობ, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე მოვუტანო იმ ხალხს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი როგორც კულტურაში, ისე სპორტში მსოფლიოში გაქვთ და ძალიან ღირსეულად, ნამდვილად ამაყად ატარებენ საქართველოს სახელს. მადლობა ყველას ნდობისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ კულტურის და სპორტის სფეროც გვენდობა და დავიწყებთ სწორ კომუნიკაციას იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქმე გავაკეთოთ და წინ წავიყვანოთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ცნობისთვის, კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს წულუკიანს შეცვლის.
თინათინ რუხაძე 1989 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის “თბილისის კონცერტინოს” დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბერს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ