სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების, აგრეთვე, ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა გამართა.
„შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების შესახებ“ რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების განხორციელების ვადებსა და წესებს, გამოძიების დაწყების საფუძვლებს, განმცხადებლის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს განსაზღვრავს.
რეკომენდაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტის მონაწილეობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებითა და პრინციპებით შემუშავდა, რომელმაც არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე დროული და ეფექტური რეაგირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს.
მეორე სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამართალდამცავების მიერ ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობასა და წესებს განსაზღვრავს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტის მიერ გაკეთებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს ეფუძნება. აღნიშნული ინიციატივა დაამკვიდრებს ხელბორკილის გამოყენების ერთიან სტანდარტს, შექმნის მოქალაქეთა უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს და დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს.
საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, ორივე დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდება და შესასრულებლად სავალდებულო იქნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები

დავით ჩიხელიძე: აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს

ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა – ედიშერ გვენეტაძე