19 წლის გოგოს გატაცების საქმეზე, პოლონეთში 3 ქართველი დააკავეს – გატაცებულიც, სავარაუდოდ, ქართველია

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე – 33, 37 და 38 წლის კაცები დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მათ ბრალად 19 წლის გოგოს გატაცება და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ. დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს გოგონას დედამ შეატყობინა.
“საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა მაშინვე დაიწყეს ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირებაზე მუშაობა”, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში. გატაცებული გოგოს პოვნა 5 საათში, გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრის მოშორებით შეძლეს.
“მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია, თუმცა შეშინებული იყო“, – ვკითხულობთ პოლიციის განცხადებაში.
დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი “ტვ პირველზე”: ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე – ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო – ისე წარმოაჩინონ თითქოს წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ – აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე ამ სისხლმოწყურებულთა ინტერპრეტაციებით