ლევან ღამბაშიძე: ძალიან სწორი განცხადება გააკეთა მგზავრებმა და ძალიან ეტკინა ოცნებას

“რამე რომ არ გაქვს ეგ უფრო მტკივნეულია თუ რამეს რომ წაგართმევენ?

მეორე ხო?

ხოდა მგზავრების ქცევა ბევრად უფრო მტკივნეულია დღეს, ვიდრე ეს იქნებოდა, მათ თავიდანვე უარი რომ ეთქვათ. ამას ვერც გავიგებდით. ოცნებისთვის ასეთი ღია პანჩური ბევრად მტკივნეულია, ვიდრე ფარული უარი. კალაძემ დაკარგა შანსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის ფონზე გამოემზეურებინა არმანის ახალი გარმონი შარვალი.

ამას გარდა, ამ უარს მოჰყვა ღია დაცინვა ომის პარტიასთან და ლიბერალურ ფაშიზმთან დაკავშირებით. ძალიან სწორი განცხადება გააკეთა მგზავრებმა და ძალიან ეტკინა ოცნებას.

აი ამ ფონზე ისევ მგზავრებს აგინო, რატომ 2012 წლიდან არ აგინებდი ოცნებასო არის ტაქტიკური სიბეცე. შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ მაინც სიბეცეა.

დღეს ყველა მოკავშირეა ვინც ოცნების გაშვებაში დაგვეხმარება. ყველა. არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ იქით ვაგინოთ ერთმანეთს. ამაში ქოცები გვჯობნიან. ქოცი ქოცის ტყავს არ დახევს. მესმის რომ ამის გამოც არიან ქოცები და ჩვენ არა, მესმის რომ ჩვენი ძალა სწორედ რომ ჩვენი მრავალფეროვნებაა, მაგრამ ეს ასევე ხანდახან შეიძლება ჩვენი სისუსტეც იყოს.
ერთი კვირა დარჩა. ერთი. იქნებ მოვინდომოთ რომ ამ დღემდე ერთად მივიდეთ და არა ცალცალკე,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ცნობისათვის, ჯგუფ­მა”მგზავ­რებ­მა” 20 ოქ­ტომ­ბერს, ზღვი­სუბ­ნის პარ­კის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სა­მარ­თი კონ­ცერ­ტი იმ მო­ტი­ვით გა­ა­უქ­მა, რომ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ის მიერ და­გეგ­მილ მარ­შზე უნდა წა­ვი­დეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჰერჩინსკის პასუხი მოეთხოვება, იმიტომ, რომ 27 ქვეყნის სახელით საუბრობს – მისი დაკვეთა არის, ამ მშვიდ გარემოში შეცვალოს პროცესი, რომ არ მისცენ „ქართულ ოცნებას” ხმა, ეს არის დანაშაულებრივი გზავნილი