საქართველომ უკვე დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით – თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს მთელ ფულს – ჰერჩინსკი

საქართველომ უკვე დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით – თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს მთელ ფულს – ჰერჩინსკი
თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო ყველა ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ხნის წინ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით მონაცემები გასულ კვირას გამოქვეყნდა.
„საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ, ღებულობენ“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და კეთილდღეობის გარანტია.
„მაგრამ არჩევანი თქვენზეა, თქვენ წყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს, თქვენ წყვეტთ, სად გსურთ იყოს საქართველო“, – დასძინა ელჩმა.
ipn.ge