პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მანქანაში ნარკოტიკი აღმოაჩნდა | მედია

პოლონეთში 10 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც BMW-ს მარკის მანქანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდა.
“35 წლის კაცის მანქანის ჩხრეკისას ვიპოვეთ ორი ტომარა ფხვიერი ნივთიერებით და შუშის კასრი, თეთრი გაურკვეველი ფხვნილით. ის დავაკავეთ და გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც ნარკოტესტი გაუკეთეს,” – ამბობს გდანსკის პოლიცია.
როგორც პოლონური მედია წერს, დანარჩენი დაკავებულებიდან ზოგიერთი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ისე მართავდა ავტომობილს, ზოგიერთი კი – ალკოჰოლის.