კახა კალაძე პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციაზე: სისულელე და სპეკულაციებია

სიყალბეა და ფარისევლობა, არაფერი ხდება. რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც იდეალური იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 26 ოქტომბრის სთვის რიგი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციას უკავშირდებოდა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” 2012 წლიდან არჩევნებში მონაწილეობს და მსგავსი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო მას არ ახსენდება.

„სიყალბეა და ფარისევლობა, არაფერი ხდება. რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იდეალური იყო. 2012 წლიდან არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ და ასეთი მშვიდი გარემო წინასაარჩევნოდ მე არ მახსოვს. რა თქმა უნდა, ეს ხელს უშლის რადიკალებს იმიტომ, რომ მათი სურვილია, დაძაბულობა შემოიტანონ, არეულობა, დაპირისპირება. ეს მათი ხელწერაა. შესაბამისად, ასეთი ტყუილებით უნდათ ფონს გავიდნენ, მაგრამ რეალობა არის ის, რომ არანაირი საფუძველი და კონკრეტიკა არ არსებობს”, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება” საჯარო მოხელეებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევს, არის „სისულელე და სპეკულაცია”.

„ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია. ორგანიზაციები, რომლებიც რაღაც სახელებს ირქმევენ, სურვილი აქვთ, რომ ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა გადაფარონ რაღაც თავისი სისულელეებით. ყველა ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, მათი წარსულიც ვიცით და რა სიბინძურის მკადრებლები არიან”, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ