ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მიგრანტების დეპორტაცია გაიზრდება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ევროკომისია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლითაც ევროკავშირიდან უფრო მეტი მიგრანტის დეპორტაცია გახდება შესაძლებელი.
ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილშია ნათქვამი, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამჟამად ევროკავშირიდან სამშობლოში არალეგალი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა, რომლებიც ვალდებულნი არიან ევროკავშირი დატოვონ, ამას არ აკეთებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა იტალიისა და ალბანეთის მიერ შემუშავებული სქემიდან, რომლის მიხედვითაც, ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ნაწილს დროებით ალბანეთში გახსნილ ცენტრებში გადაიყვანენ, სადაც ისინი თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადის დამუშავების პერიოდში დარჩებიან.
იტალიისა და ალბანეთის მიერ შემუშავებული სქემით ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიც დაინტერესდნენ.
როგორც „ბიბისი“ წერს, ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც, უგანდაში უნდა გაგზავნონ ის მიგრანტები, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს ეტყვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ელოდებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რადგან შევინარჩუნეთ მშვიდობა და გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.

ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”

მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და ყველა საერთაშორისო აკრედიტებულ სადამკვირვებლო მისიას, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი, ასევე, პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში