შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო 2030 წელს ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო 2030 წელს ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პაპუაშვილი განმარტავს, 12 წლის განმავლობაში თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით.
„2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება. ბოლო 12 წლის განმავლობაში აშენდა: 63 ჰესი, 2 თბოელექტროსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია