თენგიზ შარმანაშვილი ჯგუფ „მგზავრების“ მიერ ზღვისუბნის პარკში კონცერტის გაუქმებაზე – ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, ჯგუფ „მგზავრების“ ვიდეოს აზიარებს, სადაც ისინი რუსეთში გასამართ კონცერტებს აანონსებენ.
შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ვიდეო 2008 წლის მოვლენების შემდეგ არის გადაღებული, “მგზავრებს” კი ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ.
„2008 წლის მოვლენების შემდეგ. ევროპა არა? ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.
ჯგუფმა “მგზავრებმა” 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება