ალეკო ელისაშვილი – ბაობაბი გახმაო, მთელი მთავრობა მოთქვამდა, აფრიკიდან ჩამოტანილი ხე გახმება, აბა, რა იქნება?! – ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა ივანიშვილის ხელში

ბაობაბი გახმაო, ერთი კვირა მთელი მთავრობა მოთქვამდა. აფრიკიდან ჩამოტანილი ხე გახმება, აბა, რა იქნება?! ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა ივანიშვილის ხელში, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს, რათა გამდიდრდეს და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ.
„დღეს ვიყავით წყალტუბოში და მინდა გაგახსენოთ ს ქოსატყუილები და თაღლითობები. სამჯერ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ყოველი ს წინ წყალტუბოში პრეზენტაციას მართავდნენ, რომ გრანდიოზული, არნახული მასშტაბის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, წყალტუბოს ძველ დიდებას დავუბრუნებთო. ვიყავი დღეს იქ. ძველი დიდება ვერსად ვნახე, მაგრამ გაუბედურებული და გაპარტახებული სასტუმროები, იცოცხლე. 2019 წელს თქვა, პირადი ფულით, 700 მილიონით 22 სანატორიუმს და 9 აბანოს იყიდდა. რამ შეუშალა ხელი? მაგ კაცს არ აქვს მთავარი რაღაცა – არ უყვარს ეს ქვეყანა, ის ერი, რომელსაც 12 წელია მართავს. ერთადერთი რაც უყვარს, მის გარშემო ყველა თვალებში რომ შესციცინებს. ფულის თვლა და შეგროვება უყვარს, მოაჯდა ამ ჩვენს ღარიბ ქვეყანას და ეზიდება. სამჯერ თქვა, რომ ავაყვავებ წყალტუბოსო, 5 წელი გავიდა მისი ბოლო დაპირებიდან. კარგი, ვთქვათ ფული დაენანა, სააკაშვილს არ დაენანა ფული, ჩამოუარა მაშინ ბიზნესმენებს, ამოუტრიალა ჯიბეები და ააშენა მეორე პარლამენტი ქუთაისში. შეიძლება ისე გამოიყურებოდეს იქაურობა, როგორც ახლა გამოიყურება? შეიძლება ვიღაცის ჯავრის გამო ასე გააპარტახაო იქაურობა? არ უყვარს ივანიშვილს ეს ქვეყანა, არ უყვარს ეს ერი, უყვარს როგორ ამცირებს ადამიანებს, როგორ ჩაგრავს და თავის ჭკუაზე როგორ ათამაშებს მათ. ბაობაბი გახმაო. აფრიკიდან ჩამოტანილი ხე გახმება, აბა, რა იქნება?! ერთი კვირა მთელი მთავრობა მოთქვამდა, გახმა ბაობაბიო. ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა ივანიშვილის ხელში.
ევროკავშირისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, გავმდიდრდეთ. ჩვენც რომ ევროკავშირი ვიქნებით, ქართველებს აღარ დასჭირდებათ აქედან წასვლა, უნდა დავაბრუნოთ ჩვენი ქართველები, შვილები და შვილიშვილები გავაცნოთ, „სკაიპით“ რომ იცნობენ ერთმანეთს, და ავაშენოთ ეს ქვეყანა, შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი ღირსეული ანაზღაურებით, და 1000 ლარიანი პენსია, რაც აბსოლუტურად რეალისტურია, როცა ამაზე კითხვები იქნება, მისხალ-მისხალ ავხსნით, როგორ ვაპირებთ ამის შესრულებას”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.