რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა

18 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ ს ჯარებმა ზე მორიგი მასირებული შეტევა დაიწყეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით Shahed-ის ტიპის დამრტყმელი და ჯერჯერობით დაუდგენელი სახეობის დრონებით შეტევა რუსეთის კურსკის, ორიოლის და პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან განხორციელდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა აღმოაჩინეს 135 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 80 ჩამოაგდეს ოდესის, სუმის, ჩერკასის, ს, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ხმელნიცკის, როვნოს, ხარკოვის, ხერსონის და ვინიცის ოლქებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, 44 რუსული დრონი „ლოკალურად დაიკარგა“, 2 ბელარუსის მიმართულებით წავიდა, კიდევ 10-მდე კი უკრაინის ცენტრალური ოლქების საჰაერო სივრცეში რჩებოდა.
უკრაინის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია დრონებით დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ