თუ პეპი წავა – “მანჩესტერ სიტი” შესაძლოა ალონსომ ჩაიბაროს

თუ სეზონის დასრულებამდე, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, შესაძლოა “ქალაქელები” “ლევერკუზენის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა ხაბი ალონსომ ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი “სიტის” სასურველ კანდიდატებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.
ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ალონსოს ლევერკუზენის დატოვება.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ხაბის გადაბირებას “ბაიერნი” და “ლივერპული” ცდილობდნენ, თუმცა წარსულში ამ ორი გუნდის ნახევარმცველმა, “ლევერკუზენში” დარჩენა ამჯობინა.

ასევე დაგაინტერესებთ