ენტონი ბლინკენი საუდის არაბელ და კატარელ კოლეგებს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დასრულების და „ჰამასის“ ხელისუფლებაში არ დარჩენის საკითხებზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, საუდის არაბელ და კატარელ კოლეგებს, პრინც ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდისა და მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის, ესაუბრა და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დასრულების და „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.
”სახელმწიფო მდივანმა განიხილა მიმდინარე სამუშაოები ღაზაში პოსტკონფლიქტური პერიოდისთვის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ „ჰამასი“ არ დარჩეს ხელისუფლებაში და ასევე უზრუნველყოფს გზას ღაზას მოსახლეობისთვის, რომ აღადგინონ თავიანთი ცხოვრება და განახორციელონ თავიანთი მისწრაფებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ენტონი ბლინკენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდის სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა.
უწყების ცნობით, კატარის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ბლინკენმა ასევე „ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა გზის გაკვალვა, რომელიც საშუალებას მისცემს ღაზას მოსახლეობას აღადგინონ თავიანთი ცხოვრება და განახორციელონ თავიანთი მისწრაფებები ომისა და „ჰამასის“ კონტროლის გარეშე,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს ლიბანში არსებული ვითარება და დაუცველი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ