გაერო-ში ირანის მისია – იაჰია სინვარის სიკვდილი წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს

გაერო-ში ირანის მისია აცხადებს, რომ აქტიურ საომარ ზონაში იაჰია სინვარის დაღუპვის გარემოებები წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს.
„როდესაც მუსლიმები ხედავენბრძოლის ველზე მდგარ მოწამე სინვარს – საბრძოლო ჩაცმულობით და ღიად, მტრის პირისპირ და არა სამალავში – წინააღმდეგობის სული გაძლიერდება“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.
„ის გახდება მაგალითი ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც გააგრძელებენ მის გზას პალესტინის განთავისუფლებისკენ. სანამ არსებობს ოკუპაცია და აგრესია, წინააღმდეგობა გაგრძელდება, რადგან მოწამე რჩება ცოცხალი და შთაგონების წყაროდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ