“2018 წელს ვუთხარი, რომ არიფები არიან…” – გახარია

ქუჩებში გამოკრული “სისხლიანი ბანერების” თემაზე, გიორგი გახარია მთავარ არხთან საუბრობს და ჟურნალისტის კითხვას, – როცა ახლა ამბობს რომ არიფები არიან და იმიტომ იქცევა ასე ქართული ოცნებაო, 2018 წელს თუ უთხრა გუნდს, რომ არიფები არიან რადგან ეს ბანერები გამოაკრეს, ასე პასუხობს:
-კი ვუთხარი, პარტიულ ელიტას, პარტიის ხელმძღვანელობას.
ჟურნალისტი:
ესწრებოდა იმ საუბარს, როცა უთხარით რომ არიფები არიან?
– რა თქმა უნდა. ვთქვი რომ არანაირ შედეგს არ გამოიღებს. მორალური ზღვარის გადალახვის ნაწილშიც მქონდა პრობლემა. ივანიშვილმა რა იფიქრა? არ ვიცი, იქ არაფერი უთქვამს.
გახარია ამბობს, რომ ეს არ იყო გარეთ სათქმელი, “იქ რომ ვიღაცას ჩამოკიდებენ პლაკატზე მორალურად არ იყო სწორი, არც პოლიტიკურად, არც ტექნოლოგიურად, შიდა გუნდური საკითხი იყო, მე ჩემი აზრი გამოვთქვი და რა?”

ასევე დაგაინტერესებთ