“ბატონო ბიძინა, ჩემი ძმის საქმე თაროზეა… როდემდე შეიძლება ლოდინი?” – ლია კრიალაშვილი

მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა, ტელეკომპანია იმედთან, თქვა:
“ძალიან მტკივა გული ამ ხელისუფლებაზეც, იმიტომ, რომ დღემდე თაროზეა ჩემი ძმის საქმე შემოდებული, როდემდე შეიძლება ლოდინი არ ვიცი. ბატონ ბიძინას მინდა მივმართო, მესმის, რომ გარე ძალები ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საქმეში და მათ გამო თავს იკავებდნენ და იქნებ, ახლა მაინც, რასაც 29 აპრილს დაგვპირდა ბატონი ბიძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაასამართლებენ, შეგვისრულოს ეს დანაპირები. ხალხი ისევ მას შესცქერის იმედის თვალით.“

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი