აშშ-მა და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„შვედეთი არის ძლიერი, ქმედუნარიანი თავდაცვის პარტნიორი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებს მხარს უჭერს და ალიანსს გაწევრიანების დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერებს. შვედეთის წევრობა ჩვენს კოლექტიურ თავდაცვასა და ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხის უნარს გააძლიერებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების სწრაფად დასრულების მოლოდინი აქვს, მაგრამ უჭირს ზუსტად დაასახელოს ის თარიღი, თუ როდის აუნთებენ შვედეთს მწვანე შუქს თურქეთი და უნგრეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ