რომელია 2025 წელს სამოგზაუროდ ყველაზე იაფი ქვეყნები?

HelloSafe-ის ექსპერტებმა 2025 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ხელმისაწვდომი სამოგზაურო მიმართულებები გამოავლინეს. სიის სათავეში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ლაოსია. აქ მოგზაურის საშუალო დღიური ღირებულება მხოლოდ 18 დოლარია.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც ტურისტი დღეში 26 დოლარს ხარჯავს, მესამეზე კი რუანდაა, სადაც საშუალოდ დღიური ხარჯები არ აღემატება 28 დოლარს.
რეიტინგის ყველა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით $49-ია, მათი უმეტესობა აფრიკასა და აზიაში მდებარეობს.
სერბეთი, რომლის ბიუჯეტი 49 დოლარია დღეში, ერთადერთი ევროპული ქვეყანაა ტოპ 15-ში. სიაში ასევე მოხვდნენ კავკასიის ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი (36 დოლარი) და საქართველო (39 დოლარი).
კვლევაში ავტორები მიმართულებებს ასახელებენ ყველაზე ხელმისაწვდომი საცხოვრებლით. ამგვარად, ლაოსში მოგზაურებს შეუძლიათ სასტუმროს პოვნა სულ რაღაც 11 დოლარად ღამეში, ხოლო მონღოლეთი და საქართველო 22 და 23 დოლარად სთავაზობენ სხვადასხვა ვარიანტებს.
15 ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანა 2025 წელს მოგზაურობისთვის:
1. ლაოსი: $18 დღეში,
2. ყაზახეთი: $26 დღეში,
3. რუანდა: $28 დღეში
4. განა: $29 დღეში
5. მონღოლეთი: $32 დღეში,
6. სომხეთი: $36 დღეში,
7. ბურკინა ფასო: $38 დღეში
8. საქართველო: $39 დღეში,
9. მალი: $41 დღეში
10. ბირმა: $44 დღეში
11. ჰაიტი: $44 დღეში
12. მალავი 45 დოლარი დღეში,
13. ინდოეთი: $48 დღეში,
14. ნეპალი: $49 დღეში,
15. სერბეთი: $49 დღეში.
ავიანიუსი