გია ხუხაშვილი – რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ – რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს

პირადად მე, რიგგარეშე ს თემას სკეპტიკურად ვუყურებ, ეს საკმაოდ რთული საკითხია, პრეზიდენტმაც იცის ჩემი მოსაზრება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ხუხაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის მთავარ საკითხებზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ერთი წელი ცოტაა იმისთვის, რათა ტექნიკურმა მთავრობამ გარკვეული რეფორმების გატარება მოასწროს. როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ამას სჭირდება გარკვეული დრო, რომ ახალ, ევროპისთვის დამახასიათებელ პოლიტიკურ კულტურაზე გადალაგდეს ქვეყანა და დაზღვეული იყოს უზურპაციისგან.
„ახლა არის საკვანძო მომენტი. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს უახლოეს ისტორიაში იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, სამწუხაროდ. კი, პრობლემები გვქონდა სხვადასხვა ციკლში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა ტიპის პრობლემები, მაგრამ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ქვეყანა არც ერთ ხელისუფალს არ დაუყენებია. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებლობა და რისკი გაჩნდა იმის, რომ ს იმპერიაში ვდურთოთ უკან თავი და ბუნებრივია, რეფერენდუმის განზომილება შეიძინა ამ არჩევნებმა და პრეზიდენტთანაც ამაზე ვსაუბრობდი. ვსაუბრობდით ასევე იმ კითხვებზე, რაც ბოლო დროს გაჩნდა იგივე „ქართული ქარტიის“ ირგვლივ, სხვადასხვა ინტერპრეტაციები, თუმცა, მე ამას დრამატულად არ ვუყურებ, შეთანხმება შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ იმდენად მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, რა მოცემულობაც არ უნდა იყოს წინასაარჩევნოდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს პროევროპული ფრონტი დაქსაქსულად გამოჩნდეს ამ საკითხში. ამომრჩეველმაც ეს უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა პრობლემებს ხედავდეს, სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის დრო დღეს არ არის, არც ზედმეტი კრიტიკის დროა ნებისმიერი პროევროპული მხარის. ჩვენ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ მთავარი არჩევანი – ევროპისკენ გვინდა სვლა თუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება.
არის სივრცე, არის ველი, სადაც პრეზიდენტსა და პარტიებს შეუძლიათ ერთიანობის დემონსტრირება. არსებობს ამაზე სხვადასხვა შეხედულებები, მე მაქვს ჩემი ვერსია და ზუსტად ამ ვერსიაზე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი, ის ძალიან სწორად უყურებს პროცესებს. შეიძლება ამ ფორსმაჟორში გარკვეული დაძაბული მდგომარეობა შეიქმნას, გაუგებრობები, შესაძლოა, გარკვეული შეცდომებიც იქნას დაშვებული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ეს წვრილმანებია ამ ვითარებაში. საჭიროა ნორმალური კომუნიკაცია, გადაულახავ პრობლემებს აქ ვერ ვხედავ. ამ თემით ზედმეტად აჟიტირება არ არის სასურველი.
პირადად მე, რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ, ეს საკმაოდ რთული საკითხია, პრეზიდენტმაც იცის ჩემი მოსაზრება. პარლამენტი რომ შედგება, არ არის აუცილებელი კიდევ ახალ გაუგებრობაში გადასვლა, გარკვეული რევანშის რისკების გაჩენა. იყოს პარლამენტი, მას დათხოვნა საერთოდ არ სჭირდება, მთავრობა გადადგება, ამის შემდეგ იგივე პარტიებს შეეძლებათ ახალი მთავრობის ფორმირება უკვე იმ კვოტების მიხედვით, რა განაწილებაც იქნება პარლამენტში და სულ საარჩევნო ციკლში ხომ არ ვიქნებით. ახალი დაძაბულობის კერის შექმნა, შეიძლება, ვიღაცამ რევანშზეც იფიქროს და ა.შ. და რად გვინდა ეს ზედმეტი რისკები. სტაბილური განვითარება დაგვჭირდება, რომ ეს კოალიცია შედგეს და პარტიებმა ერთმანეთთან ლაპარაკი ისწავლონ, ამისთვის ერთი წელი არ იქნება საკმარისი იმიტომ, რომ ეს კოალიციური ხელისუფლება საქართველოსთვის არის პირველი გამოცდილება, ამას სჭირდება გარკვეული დრო, რომ ახალ, ევროპისთვის დამახასიათებელ პოლიტიკურ კულტურაზე გადავალაგოთ ქვეყანა და დავაზღვიოთ უზურპაციისგან.
არ უნდა გავაჩინოთ ისეთი სუბიექტური ფაქტორები, რამაც, შეიძლება, ისევ ყველაფერი თავდაყირა დააყენოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის როლზე ამ პროცესში და აღნიშნა, რომ სწორედ ის არის ერთადერთი ფიგურა, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ყველაზე კარგად დაეხმარება. ხუხაშვილის თქმით, პარტიები უნდა შეთანხმდნენ იმაზე, რომ პრემიერობის ერთიანი კანდიდატი სწორედ იყოს.
„რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ჩემი აზრით, თუ ამ მთავრობის მთავარი ამოცანა არის ევროკავშირისკენ შემობრუნება, ვინ შეასრულებს ამ ამოცანას საუკეთესოდ? რა თქმა უნდა, პრეზიდენტი იმიტომ, რომ მას აქვს ყველა ის კომუნიკაცია, ბოლო ვიზიტიც რომ ავიღოთ, ყველა უმაღლეს თანამდებობის პირებთან აქვს პირადი ურთიერთობები. ამ ამოცანას ყველაზე ეფექტურად პირადად სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. ამ ეტაპზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მომხრე არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, მას შესთავაზებენ ამ პორტფელს და პრეზიდენტმა უნდა თქვას ამ ეტაპზე, რომ ის იფიქრებდა ამ შემოთავაზებაზე. ადამიანებში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ის არჩევნების შემდეგ ამაზე დათანხმდება. მაგრამ, 26 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება, რომ ის იყოს პრეზიდენტი.
მე სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე ამ ყველაფერზე, იცის ჩემი მოსაზრება და საჯაროდაც ხშირად მითქვამს ეს. მას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა, დამრჩა განცდა, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე იფიქროს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ