მამუკა ხაზარაძე – მე ვიყავი “ქართული ოცნების” ამომრჩეველი – მოგიწოდებთ ხელისუფლების მხარდამჭერებო, ცხრა დღე დარჩა სამშობლოს გადასარჩენად, გადადგით ეს ნაბიჯი

ჩვენ არ დავუშვებთ არასდროს, რომ ოკუპანტს ბოდიში მოვუხადოთ, ასეთი რაღაც ვერ მოხდება საქართველოში. ჩვენ ვიცით ღირსება, ჩვენ ვიცით შერიგებაც, ვიცით მიტევებაც, მაგრამ ამას სჭირდება ორივე მხარის სურვილი, – ამის შესახებ ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია.
„ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ, აქ რაც იქმნებოდა საუკუნეების წინ, ის არ იქმნებოდა ევროპაში და -ში. ქუთაისი უნიკალური ქალაქია ყველა თავისი განზომილებით, ნიჭით, კულტურით, ისტორიით და ჩვენი ადგილი ევროპაში უნდა იყოს.
რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? ბოლო წლების განმავლობაში სრულ იზოლაციაში მოაქცია ჩვენი მისწრაფება, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს უკავშირდება. სწორედ ეს იყო ილია ჭავჭავაძის ხედვა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალ სივრცეში, დემოკრატიულ სივრცეში და ამის წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნება“. მათ უნდათ, რომ აკეთონ ფული, გაძარცვონ თქვენს მიერ შევსებული ბიუჯეტი, იყვნენ პუტინის და კრემლის მონა-მორჩილი. ეს არ მოხდება საქართველოში, იმიტომ, რომ ქართველი კაცის გადარჩენის ფორმულა არის ყოველთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ არ დავუშვებთ არასდროს, რომ ოკუპანტს ბოდიში მოვუხადოთ, ასეთი რაღაც ვერ მოხდება საქართველოში. ჩვენ ვიცით ღირსება, ჩვენ ვიცით შერიგებაც, ვიცით მიტევებაც, მაგრამ ამას სჭირდება ორივე მხარის სურვილი და არა ისე, როცა ოკუპანტს მოუხდი ბოდიშს და კიდევ რაღაც სისულელეებს დააყოლებ ზემოდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, არჩევანი გააკეთონ „ძლიერ საქართველოზე“.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ ამომრჩევლის 24% „ქართული ოცნებიდანაა“ გადმოსული და თავადად სწორედ აღნიშნული პარტიის ამომრჩეველი იყო.
“„ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს ისევე, როგორც მე დავტოვე, რომ დავინახე, რომ გააჩერეს საუკუნის პროექტი. მე მათი ამომრჩეველი ვიყავი, არ ვიყავი მათი პარტიის წევრი. მათ ქუთაისში არაფერი გააკეთეს. ყველას მოგიწოდებთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებო, ცხრა დღე დარჩა სამშობლოს გადასარჩენად, გადადგით ეს ნაბიჯი. აქვე გეტყვით, ჩვენი კვლევის მიხედვით, ჩვენი ამომრჩევლის 24% „ქართული ოცნებიდანაა“ გადმოსული. მეგობრებო შემოგვიერთდით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ