ს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს დავით ღონღაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის სთვის მზადების პროცესი იყო.
შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ს ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მან IFES-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების რაოდენობის შესახებ. ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის, ასევე უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას ამ არჩევნებისთვის მზადების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო პროცესს.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც დაათვალიერებინა. გიორგი კალანდარიშვილმა მათ საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო და აღნიშნა, რომ სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება