“საპენსიო სესხების” რეკლამირება იკრძალება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაწილობრივ აკრძალა პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება. 6 დეკემბერს რეგულატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბანკებს აეკრძალებათ იმ პენსიონრებისთვის სესხის შეთავაზება, რომლთა შემოსავალიც მხოლოდ პენსია ან/და სოციალური შემწეობაა.
საქართველოში „საპენსიო სესხი“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საბანკო მომსახურებაა.
“კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს.
ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას”, – წერია ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ