სევდია უგრეხელიძე ევროპის საბჭოს – გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ დეკლარაციას, რადგან ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს

ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დეკლარაცია განიხილება. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, სევდია უგრეხელიძემ ევროპის საბჭოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, დეკლარაციას მხარი დაუჭირონ.
სევდია უგრეხელიძის თქმით, ამით ისინი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს დაუჭერენ მხარს.
„დღეს ჩვენ დეკლარაციას საქართველოს შესახებ განვიხილავთ, რომელიც „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ შედეგად გამოწვეულ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლარიზაციას ასახავს. ის ხელისუფლებას იმ ვალდებულებების შესახებ შეახსენებს, რაც საქართველოს ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს აღებული და გამუდმებით ირღვევა. 12 წლის განმავლობაში ოპოზიციის წევრები დაუნდობელ დევნას განიცდიან, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც პუტინის გეგმები წლების წინ იწინასწარმეტყველა, უსამართლო პატიმრობაში იმყოფება. გაზაფხულზე, ორი თვის განმავლობაში, მსოფლიო მედია მოცული იყო ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დამტვრეული, დასახიჩრებული დემონსტრანტებისა და თბილისის სისხლით გაჟღენთილი ქუჩების ფოტოებით. მათთვის ეს დეკლარაცია თანადგომის გამომხატველია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათ თავად უნდა გააკეთონ ევროპული არჩევანი და გადაარჩინონ ქვეყანა რუსეთის აგრესიული, კორუმპირებული სისტემის მარწუხებისგან. დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი . გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ დეკლარაციას, რადგან ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს“,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში