ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოზე კრიტიკული დეკლარაცია მიიღო

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა 76 ხმით, 10-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო.
დეკლარაციით, კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკან დახევის აშკარა ნიშნების და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, რაც აღინიშნა საზოგადოების გაზრდილი პოლარიზებით და ევროპის საბჭოს სტანდარტებისადმი შეუსაბამო (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანტი-ლგბტ) კანონმდებლობის ამოქმედებით.
„კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადახედოს ადამიანურ უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას, პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის, ხელყოფს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
ამასთან, კონგრესი მზადყოფნას გამოთქვამს, განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაღალი დონის ვიზიტების ჩათვლით, რომლის ორგანიზებასაც კონგრესი საპარლამენტო ს შედეგად მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ აპირებს.
დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ – რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს

ჯანდაცვის მინისტრი – კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა – ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რელევანტური იყოს გადაწყვეტილებები