კოალიციამ ცვლილებისთვის პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა

კოალიციამ ცვლილებისთვის პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა. კოალიციის 4-4-4 გეგმა მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების 4 სეგმენტს.

გვარამიას თქმით, ისინი კოალიციური მთავრობის დამტკიცებიდან 4 დღეში 4 სფეროს მთავარ ინიციატივებს წარადგენენ.
“ევროკავშირთან ინტეგრაცია – 4 დღის განმავლობაში, ჩვენ გპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს ქართული ქარტიიდან და რაც მთავარია საქართველოს ისტორიული არჩევანიდან, საქართველოს მოსახლეობის არჩევანიდან და ასევე, ეს გამომდინარეობს იმ სამუშაოდან და იმ განცხადებებიდან, რომელსაც ქართველები, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაწარმოებთ საერთაშორისო მიმართულებით.
დემოკრატია – ამ სფეროში ჩვენ ვეყრდნობით ქართულ ქარტიას და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი წამყვანია. კოალიცია ცვლილებისთვის მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას, მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას, რომლის სულისკვეთებასაც გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ ს შემდეგ.