რაც დათესეს, იმას იმკიან – ოდიშარია ენმ-ში დაპირისპირებაზე

მოქმედ თავმჯდომარესთან არსებული უთანხმოების გამო, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას”, წევრები ყოველდღე ტოვებენ.
მათ შორის არიან ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოს წარმომადგენლები. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის უკვე ყოფილი წევრები “ნაციონალურ მოძრაობაში” არაფორმალურ გავლენებს ასახელებენ.
ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები კი ღიად აცხადებენ, რომ დაპირისპირებული მხარის მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებენ.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ “ნაცმოძრაობაში” არსებული შიდა დაპირისპირება პარტიას საბოლოოდ დაშლის. ს განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა”, 10 წლის განმავლობაში, აპოკალიფსურ სურათებს ხატავდა და “ნამდვილი აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში მიიღეს”.
“ნაციონალურ მოძრაობა” დაშლილია, განადგურებულია – ეს უბრალო, ელემენტარული ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა და გარდასახულიც არის ქართულ ანდაზაში, – “რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითა” და “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”. ეს ხალხი, 10 წელიწადი, ხატავდა აპოკალიფსურ სურათებს, სცენარებს იუწყებოდა და ნამდვილი აპოკალიფსი მიიღეს საკუთარ პარტიაში”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

კაია კალასი: უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, სომხეთის თანხვედრა ამჟამად 37 პროცენტია – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, მაგრამ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ

BBC-ის სადაზვერვო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ზღვა აკადემიური ლიტერატურა არსებობს – ჩვენთან არ ითარგმნება სამეცნიერო ლიტერატურა, რადგან პოლიტიკურად ანგაჟირებული გამომცემლობის ინტერესში არ შედის მოსახლეობისთვის მისი მიწოდება