ბრიუსელში დღეს გაიხსნა ევროპული საბჭო სხდომა, რომელზეც საქართველოს საკითხზეც მსჯელობენ.
სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ჟურნალისტებთან ხაზი გაუსვეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლისთვის.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველო დემოკრატიული უკუსვლა სახეზეა.
„მომავალი არჩევნები ჭეშმარიტების მომენტი იქნება და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წასვლა: ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის — კიდევ უფრო მეტად, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალია“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
„ეს იქნება კრიტიკული არჩევნები საქართველოში, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს კურსს“, — განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
„თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ არსებულ სტატუს-კვოს, ვერ ვხედავ საქართველოს შანსს, გააგრძელოს წინსვლა და წარმატებული იყოს ევროინტეგრაციის გზაზე. თუ არადა, თუ ევროპული ძალები მიაღწევენ გამარჯვებას, ჩვენ სხვა გზას უნდა ველოდოთ და ამას მივესალმებით“, — განაცხადა ნაუსედამ.
ბრიუსელში 17-18 იმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის არის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სამიტის განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინის სამშვიდობო გეგმა, ახლო აღმოსავლეთი, მიგრაცია, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება, საგარეო ურთიერთობები საქართველოს, მოლდოვის, ვენესუელისა და სუდანის მიმართულებით. ევროპული საბჭოს სხდომა დასკვნითი დოკუმენტის მიღებით დასრულდება.