U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი 14 ნოემბერს საქართველოში, ხოლო საპასუხო კი ხორვატიაში, 19 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 2:1 დამარცხების შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ცხრა ნაკრებმა (პლუს მასპინძელმა სლოვაკეთმა) და სამმა საუკეთესო მეორეადგილოსანმა გაინაღდა, დანარჩენი სამი ადგილისთვის კი პლეი-ოფები ჩატარდება.