Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა

გამოცემის მიერ ევროპის რეგიონში შეფასებულ ცენტრალური ბანკების საქმიანობებს შორის ყველაზე დაბალი, D შეფასება, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას აქვს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობას 2023 წლიდან ნათია თურნავა ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ ის ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს არ იკავებს, ეს მის პრობლემებს შორის ყველაზე მცირეა, რადგანაც როგორც თურნავა, ასევე მთლიანად ეროვნული ბანკი ჩათრეულია საქართველოს სულ უფრო მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებებში.
კითხვის ნიშნები გააჩინა ნათია თურნავას მიერ 2023 წლის სექტემბერში მიღებულმა გადაწყვეტილებამ როდესაც მან ვერ შეძლო აღესრულებინა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნები რომლებიც დაუწესდა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ს პრეზიდენტ პუტინთან. სებ-ი ამტკიცებდა, რომ ქართველი ფიზიკური პირის აქტივების გაყინვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ნათია თურნავას საკამათო პოზიციამ გამოიწვია ეროვნული ბანკის სამი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის გადადგომა და მის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ს საყვედური, რომელმაც მას გადადგომისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია შეფასებაში.
ცნობისთვის, 2022 წელს ნათია თურნავას წინამორბედის კობა გვენეტაძის საქმიანობას Global Finance-ი A- ქულით აფასებდა, ასევე A- ქულა ჰქონდა გვენეტაძეს წინა წლებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ